Accessibility links

logo-print

იაპონიამ პროტესტი გამოუცხადა ჩინეთს


იაპონიის ავიაგამანადგურებლები ჰაერში აიჭრნენ მას შემდეგ, რაც ჩინეთის ოკეანოგრაფიის სახელმწიფო უწყების თვითმფრინავი შევიდა ორ ქვეყანას შორის სადავო კუნძულების საჰაერო სივრცეში. იაპონელი ოფიციალური პირების ცნობით, ამის შემდეგ ჩინეთის თვითმფრინავმა დატოვა სადავო ზონა. ტოკიომ პროტესტი გამოუცხადა პეკინს, იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. დაუსახლებელი კუნძულები, რომლებსაც იაპონია სენკაკუს უწოდებს, ხოლო ჩინეთი დიაოუის, მათ შორის ტერიტორიულ უთანხმოებას იწვევს. უთანხმოება წელს, სექტემბერში გამწვავდა, როცა იაპონიის მთავრობამ კუნძულები შეისყიდა მათი კერძო მფლობელებისაგან.
XS
SM
MD
LG