Accessibility links

logo-print

ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გმობს ჯვრის მონასტერში მომხდარ ვანდალიზმს


იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მომხდარი ვანდალიზმის გამო საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება. ისრაელის პრემიერი მომხდარს მკაცრად გმობს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება ებრაულ ფასეულობებს. ”ისრაელის სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის დაცული იქნება, დამნაშავენი კი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან”, - ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შეურაცხმყოფელი წარწერები 12 დეკემბერს ღამით აღმოაჩინეს. საქმეს იერუსალიმის პოლიციის ცენტრალური განყოფილება იძიებს. 2004 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკაც დააზიანეს.
XS
SM
MD
LG