Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ მარკინი: გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდა რუსეთის ოპოზიციის ლოდერებს აქციების ორგანიზებისას


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ფლობს იმის მტკიცებულებებს, რომ ქართველი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე არა მხოლოდ აფინანსებდა რუსეთის ოპოზიციას, არამედ მის ლიდერებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მოსკოვში საპროტესტო აქციების ორგანიზებისას - ამის შესახებ დღეს სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა. მან დაადასტურა, რომ გამოძიება ფლობს თარგამაძისა და რუსეთის ოპოზიციის ლიდერთა კონტაქტების ამსახველ მასალებს, თუმცა მარკინის მტკიცებით, საგამოძიებო კომიტეტი არ ყოფილა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით შესაბამისი ჩანაწერების გავრცელების ინიციატორი. ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მასალების ექსპერტიზა და უკვე მზად არის სამართლებრივი დახმარების თხოვნა, რომელიც რუსეთის გენერალური პროკურატურის მეშვეობით საქართველოში გაიგზავნება. დღესვე რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგეი უდალცოვმა სააგენტო ინტერფაქსთან საუბრისას კატეგორიულად უარყო, რომ გივი თარგამაძეს რაიმე კავშირი ჰქონდა მოსკოვში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან.
XS
SM
MD
LG