Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის მინისტრებმა გზა გაუხსნეს საბერძნეთისათვის კრედიტის მიწოდებას


ევროზონის 17 წევრი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა დღეს გზა გაუხსნეს საბერძნეთისათვის მრავალმილიარდიანი დახმარების მორიგი ტრანშის მიწოდებას. ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ოლი რენმა განაცხადა, რომ საბერძნეთისათვის მომავალი წლის მარტამდე 49,1 მილიარდი ევროს მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებით ბოლო მოეღო ხანგრძლივ გაურკვევლობას ამ ქვეყნისათვის. საბერძნეთის მთავრობას მიღებული აქვს ზომები საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგად და რეფორმების გასატარებლად, რასაც მისი კრედიტორები მოითხოვენ. იუწყებიან ასევე, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ 2014 წლიდან ევროზონის ბანკების ზედამხედველობის წესებზე. ამ შეთანხმებით, რომელიც მიჩნეულია გადამწყვეტ ნაბიჯად ევროზონის საბანკო კავშირის შექმნისაკენ, ევროპის ცენტრალური ბანკი უშუალო ზედამხედველობას გაუწევს, სულ ცოტა, 150 ბანკს.
XS
SM
MD
LG