Accessibility links

ტომას მელია: აშშ მხარს უჭერს საქართველოს სურვილს რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გაემგზავრა ჟენევაში, სადაც 14 დეკემბერს დაგეგმილია მისი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. საქართველოს სურვილს დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარების საკითხებზე, აშშ მხარს უჭერს - ამის შესახებ დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტომას მელიამ. მან მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შეაჯამა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი, რომელიც მელიას თქმით, ასახავდა აშშ-ის დამოკიდებულებას საქართველოს წარმატებებისადმი. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი პოლიტიკოსები საერთო ენას გამოძებნიან და შეარბილებენ რიტორიკას, რაც ხელს შეუწყობს გარდამავალი პერიოდის წარმატებულად გავლას.
XS
SM
MD
LG