Accessibility links

თბილისში გაიმართა კარლ ბილდტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვდა


დღეს თბილისში გაიმართა შვედეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრების კარლ ბილდტის და ნიკოლაი მლადენოვის და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის იაცეკ მიხალოვსკის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე კარლ ბილდტმა კანონის უზენაესობის აუცილებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საპრეზიდენტო და თვითმართველობის არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ სტანდარტებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას საუბარი იყო მეზობლებთან საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის შიდა განვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ამავე ბრიფინგზე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრებისას საქართველოს ახალი მთავრობის გეგმები მოისმინეს. ნიკოლაი მლადენოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავიდან აიცილებს შეცდომებს, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე დაუშვეს სხვა ქვეყნებმა. "ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და სრულად ვართ დარწმუნებულნი, რომ ქვეყნის მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას უჭერს მხარს, ევროპული მომავლის ერთგულია”, - განაცხადა მლადენოვმა.
XS
SM
MD
LG