Accessibility links

რუსეთი ამზადებს სირიიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციის გეგმას


რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს პირველად აღაიარა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კარგავს სირიაზე კონტროლს და მეამბოხეებმა შესაძლოა, დაამხონ მისი მმართველობა. საქმე ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვის განცხადებას, რომ მოსკოვი ამზადებს გეგმას სირიიდან რუსეთის ათასობით მოქალაქის შესაძლო ევაკუაციისათვის. რუსეთი სირიის ტრადიციული მოკავშირეა და გამოდის სირიის ხელისუფლებასა და მეამბოხეებს შორის მოლაპარაკებისაკენ მოწოდებით, 20-თვიანი კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG