Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა ნიკოლაი აზაროვი


უკრაინის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით დაამტკიცა ნიკოლაი აზაროვი, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა წამოაყენა. აზაროვს მიემხრო 252 დეპუტატი 450-ადგილიან პარლამენტში. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა ფრაქციები. დღესვე უკრაინის პარლამენტმა თავმჯდომარედ აირჩია ვლადიმირ რიბაკი, რომელიც ასევე მმართველი პოლიტიკური ძალის, „რეგიონთა პარტიის“ წარმომადგენელია. პარლამენტში ახალი თავმჯდომარის არჩევას წინ უძღოდა ოპოზიციონერი დეპუტატების მცდელობა, ხელი შეეშალათ რიბაკის კანდიდატურაზე კენჭისყრისათვის, რასაც მოჰყვა ხელჩართული ბრძოლა უმრავლესობის წევრ და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის.
XS
SM
MD
LG