Accessibility links

logo-print

საქართველო უარს ამბობს რუსეთში გივი თარგამაძის ექსტრადიციაზე


საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, არ მოხდება რუსეთში პარლამენტარ გივი თარგამაძის ექსტრადიცია. ასეთი რეაქცია მოჰყვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, თარგამაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუს ოპოზიციონერებს მოსკოვში საპროტესტო აქციების ორგანიზებისას. მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი და აქტივისტი ლეონიდ რაზვოზჟაევი ოქტომბერში დაკითხეს მოსკოვში წელს მაისში გამართულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით. გამომძიებლების თქმით, რაზვოზჟაევმა აღიარა, რომ თარგამაძე აფინანსებდა კრემლის საწინააღმდეგო დემონსტრაციას. მოგვიანებით რაზვოზჟაევმა უარყო ეს ჩვენება და განაცხადა, რომ ის მოიტაცეს, აწამეს და აიძულეს, ხელი მოეწერა აღიარებითი ჩვენებისათვის. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით, დაუშვებელია უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია.
XS
SM
MD
LG