Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მაკედონიას პასუხისმგებლობა დააკისრა


ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაკედონია პასუხისმგებელია ტერორიზმში ეჭვმიტანილად შეცდომით მიჩნეული პატიმრის წამებასა და ცუდად მოპყრობაში. სტრასბურგში განთავსებული სასამართლოს მიერ ხუთშაბათს მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ხალედ ელ-მასრისთვის. ლიბანური წარმომავლობის გერმანიის მოქალაქე აცხადებს, რომ ის მაკედონიაში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მუშაკებმა გაიტაცეს, 2003 წელს. ის ამბობს, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს სკოპიეს ერთ-ერთ სასტუმროში 23 დღის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული, შემდეგ კი ავღანეთში, საიდუმლო ციხეში გადაიყვანეს, დაკითხვების ჩატარების მიზნით. ამ ციხეში ის 2004 წლამდე დარჩა. მაკედონია უარყოფს გატაცებაში მონაწილეობას - თუმცა სასამართლომ სკოპიეს დაავალა ელ-მასრისთვის 78,300 დოლარის გადახდა კომპენსაციის სახით.
XS
SM
MD
LG