Accessibility links

logo-print

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა


საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გამოეყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე სტრუქტურულ დანაყოფად ჩამოყალიბდა. ამიერიდან, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და ამ მიმართულებით სპეციალურ გამოკვლევითი საქმიანობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენციას აღარ განეკუთვნება და ამ ფუნქციას საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო მისგან დამოუკიდებლად შეასრულებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა. საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევითი საქმიანობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 2010 წლის ბრძანების საფუძველზე გადავიდა.
XS
SM
MD
LG