Accessibility links

logo-print

რუსეთი უარყოფს სირიასთან მიმართებით პოზიციის ცვლილებას


რუსეთი უარყოფს ცნობას, თითქოს მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა თქვა, რომ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადი ქვეყანაზე კონტროლს კარგავს. რუსეთის განცხადების ფონია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლეონ პანეტას მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს თურქეთში, სირიასთან საზღვრის გასწვრივ „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების და ასობით სამხედროს განთავსებას. ხუთშაბათს, 13 დეკემბერს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ბოგდანოვის სიტყვები - რომ სირიის მთავრობა „სულ უფრო მეტად კარგავს კონტროლს“ და ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობის „გამორიცხვა არ შეიძლება“. მაგრამ პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ბოგდანოვმა მხოლოდ სირიის ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების შეხედულებები მოიტანა, მოსკოვს კი სირიასთან მიმართებით პოზიცია არ შეუცვლიაო.
XS
SM
MD
LG