Accessibility links

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ დაიწყო ახალი გამოძიება. რუსეთის ფედერალურმა საგამოძებო კომიტეტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება ნავალნის და მისი ძმის, ოლეგის ირგვლივ, 1,79 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე იმ სავაჭრო კომპანის მიერ, რომელთანაც ძმები თანამშრობლობდნენ. ნავალნის - რომელიც კორუფციასთან მებრძოლი ბლოგერი და პრეზდიენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორია - სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე ემუქრება ქურდობაში ბრალდება, რომელსაც თავად ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. წინა ბრალდება 10 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. პარასკევს ნავალნიმ „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ მისი ძმის და მისი მშობლების ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. გამომძიებელთა განცხადება ერთი დღით უსწრებს წინ მოსკოვში დანიშნულ, პუტინის მმართველობის საწინააღმდეგო დემონსტრაციას.
XS
SM
MD
LG