Accessibility links

logo-print

27 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ქალაქ ნიუტაუნის სკოლაში მომხდარი სროლისას


27 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა პარასკევს დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად. ტრაგედია კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუტაუნში მოხდა. დაიღუპა თავად შეიარაღებული პირი, ვინც სროლა წამოიწყო. არიან დაჭრილებიც. სკოლაში, რომელშიც საბავშვო ბაღიც მუშაობს, სულ 10 წლამდე ასაკის 600 ბავშვი იმყოფებოდა. ინცინდენტის შესახებ სასწრაფოდ იქნა ინფორმირებული აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც თეთრის სახლის წარმომადგენლის ჯეი კარნის თანახმად „დიდი სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს.“ წლის დასაწყისში შეიარაღებულმა პირმა კოლორადოს კინო-თეატრში 12 კაცი დახოცა. ანალოგიური ინცინდენტი მოხდა ვისკონსინის შტატში, სადაც სიკჰთა ტაძარში შეიარღებულმა პირმა ექვსი ადამიანი დახოცა და შემდეგ თავიც მოიკლა.
XS
SM
MD
LG