Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა „მაგნიტსკის ოქმს“


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარასკევს ხელი მოაწერა „მაგნიტსკის ოქმს“, რომელიც გასულ კვირაში კონგრესის ორივე პალატამ მიიღო. 6 დეკემბერს სენატმა დაამტკიცა რუსეთთან და მოლდავეთთან ვაჭრობაზე შემოღებული, ცივი ომის პერიოდის შეზღუდვების მოხსნა და, ამავე დროს, სანქციები დაუწესა რუსეთის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ 2009 წელს კორუფციასთან მებრძოლი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმესთან და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის სხვა შემთხვევებთან. სანქციები ითვალისწინებს საქმეში ჩართული პირებისთვის აშშ-ის ვიზებზე უარის თქმას და აშშ-ში მათი ქონების გაყინვას.
XS
SM
MD
LG