Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში დაიწყო რეფერენდუმი კონსტიტუციის პროექტზე


ეგვიპტეში მიმდინარეობს რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის პროექტზე. პრეზიდენტი მუჰამად მურსი და მისი ისლამისტი მომხრეები აცხადებენ, რომ ახალი დოკუმენტი დემოკრატიზაციას ემსახურება, მაგრამ ოპონენტები, მათ შორის ლიბერალები, სეკულარიზმის მხარდამჭერები და ქრისტიანები შიშობენ, რომ კონსტიტუციის პროექტით არ არის დაცული ფუნდამენტური უფლებები. რეფერენდუმი ორ ეტაპად იმართება. დღეს, შაბათს 26 მილიონ ამომრჩეველზე მეტს, ხოლო მომავალ კვირაში 25 მილიონამდე ამომრჩეველს ეძლევა მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. პირველ ეტაპზე რეფერენდუმი იმართება 10 პროვინციაში, მათ შორის კაიროში და საპორტო ქალაქ ალექსანდრიაში. პარასკევს ალექსანდრიაში მოხდა შეტაკება პრეზიდენტის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის.
XS
SM
MD
LG