Accessibility links

logo-print

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დღეს ოპოზიციის აქციები იმართება


რუსეთში ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციებს მართავს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. აქტივისტები აცხადებენ, რომ მოსკოვში საპროტესტო გამოსვლა ჩატარდება შესაბამის სანქციაზე მერიის უარის მიუხედავად. ხოლო სანქტ-პეტერბურგში დემონსტრაცია სანქცირებულია. რუსი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ რეპრესიები ძლიერდება პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით დაბრუნების შემდეგ. დაგეგმილ დემონსტრაციებს წინ უსწრებდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ბრალდებების გამოძიების განახლება. ნავალნი და მისი ძმა ეჭვმიტანილი არიან სავაჭრო კომპანიის მეშვეობით 1,8 მილიონამდე დოლარის მითვისებაში.
XS
SM
MD
LG