Accessibility links

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციის ლიდერები უდალცოვი, სობჩაკი და იაშინი


მოსკოვში დააკავეს ოპოზიციის ლიდერები სერგეი უდალცოვი, ქსენია სობჩაკი და ილია იაშინი, როცა ისინი ცდილობდნენ, ყვავილებით შეემკოთ საბჭოთა პერიოდის გულაგის მსხვერპლთა მემორიალი. მოსკოვის ცენტრში, ლუბიანკის მოედანზე მიმდინარე დემონსტრაციის მონაწილეებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერები ალექსეი ნავალნი და ბორის ნემცოვიც. აქტივისტები უსანქციო გამოსვლას ატარებენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. დამოუკიდებელ ტელესადგურ „დოჟდის“ ცნობით, დაკავებულია მისი რამდენიმე რეპორტიორიც, რომელიც საპროტესტო აქციას აშუქებდა. როგორც იუწყებიან, ლუბიანკის მოედანზე 2000-მდე დემონსტრანტი იმყოფება. დღეს საპროტესტო აქცია იმართება სანქტ-პეტერბურგშიც. ის, მოსკოვისაგან განსხვავებით, სანქცირებულია.
XS
SM
MD
LG