Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დემონსტრაციაზე დააკავეს ალექსეი ნავალნიც


მოსკოვის ცენტრში, ლუბიანკის მოედანზე გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელზეც ამასობაში დააკავეს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი. მანამდე დაკავებულ იქნენ სერგეი უდალცოვი, ქსენია სობჩაკი და ილია იაშინი, როცა ისინი ცდილობდნენ, ყვავილებით შეემკოთ საბჭოთა პერიოდის გულაგის მსხვერპლთა მემორიალი. მოსკოვის პოლიციის ცნობით, უდალცოვს, სობჩაკსა და იაშინს წაუყენებენ უსანქციო დემონსტრაციის ორგანიზების ბრალდებას, რასაც შესაძლოა, მკაცრი სასჯელი მოჰყვეს დემონსტრაციების შესახებ ახალი, წელს მიღებული კანონით. პოლიციის ვარაუდით, შაბათს მოსკოვში 500-მდე ადამიანი შეიკრიბა ლუბიანკის მოედანზე, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან, პრეზიდენტ ვლადმიირ პუტინის მმართველობის გასაპროტესტებლად. დამოუკიდებელი წყაროები კი აცხადებენ, რომ აქციაში 2000-მდე ადამიანი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG