Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მშვიდობიანად მიმდინარეობს რეფერენდუმი


ეგვიპტეში მშვიდობიანად მიმდინარეობს რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის პროექტზე. რადიო „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის ცნობით, კაიროში ამომრჩევლები დილიდან იდგნენ გრძელ რიგებში, საარჩევნო ყუთებთან თავიანთი პოზიციის გამოსახატად. პრეზიდენტი მუჰამად მურსი და მისი ისლამისტი მომხრეები აცხადებენ, რომ ახალი დოკუმენტი დემოკრატიზაციას ემსახურება. მაგრამ ოპონენტები, მათ შორის ლიბერალები, სეკულარიზმის მხარდამჭერები და ქრისტიანები შიშობენ, რომ კონსტიტუციის პროექტით არ არის დაცული ფუნდამენტური უფლებები. რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად სააჩრევნო უბანზე იყო მისული არაბთა ლიგის გენერალური მდივანი, ნაბილ ელ-არაბიც: „კენჭისყრაში მონაწილე ხალხის ეს, დიდი რაოდენობა აჩვენებს, რომ ეგვიპტეში დემოკრატია მუშაობს და საბოლოო შედეგი უნდა იყოს კონსტიტუცია, რომელზეც ეგვიპტელების უმრავლესობა თანხმდება და რომელიც არ იწვევს განხეთქილებას“. ეგვიპტეში რეფერენდუმი ორ ეტაპად იმართება. 15 დეკემბერს 26 მილიონ ამომრჩეველზე მეტს, ხოლო მომავალ კვირაში 25 მილიონამდე ამომრჩეველს ეძლევა მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. პირველ ეტაპზე რეფერენდუმი იმართება 10 პროვინციაში, მათ შორის კაიროში და საპორტო ქალაქ ალექსანდრიაში.
XS
SM
MD
LG