Accessibility links

logo-print

უკრაინაში მოკლეს მოსამართლე და მისი ოჯახის სამი წევრი


უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოკლეს მოსამართლე და მისი ოჯახის სამი წევრი. ოთხივე თავმოკვეთილია. "ინტერფაქსის" ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საოლქო სასამართლოს მოსამართლის, მისი მეუღლის, 20 წლის ვაჟიშვილისა და რძლის გვამები შაბათს იპოვეს მოსამართლის ბინაში. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარკოვის რეგიონული დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, მკვლელობები, როგორც ჩანს, შაბათს დილით მოხდა. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სასტიკი მკვლელობის მიზეზი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდება. ცნობებში ჯერ არ ასახელებენ მოსამართლის ვინაობას.
XS
SM
MD
LG