Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაათავისუფლეს ოპოზიციის მიტინგზე დაკავებული აქტივისტები


მოსკოვში პოლიციამ ათობით დემონსტრანტი, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა შაბათს სანქციის გარეშე გამართული მიტინგის დაშლისას. საპროტესტო აქცია გაიმართა ლუბიანკის მოედანზე, უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბ-ბინასთან. პოლიციამ დააკავა სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული სანქცირებული მიტინგის მონაწილეების ნაწილიც - 26 ადამიანი. რაც შეეხება მოსკოვს, პოლიციის ცნობით, დაკავებულ იქნა 40-მდე პირი. მათ შორის იყვნენ ოპოზიციის ლიდერები სერგეი უდალცოვი, ალექსეი ნავალნი და ქსენია სობჩაკი, რომლებიც რამდენიმე საათში გამოუშვეს ბრალდების წაუყენებლად. პოლიციის მონაცემებით, მოსკოვში 700-მდე ადამიანი შეიკრიბა მერიის ნებართვის გარეშე ჩატარებულ აქციაზე. ხოლო დამოუკიდებელი წყაროები 2000-მდე დემონსტრანტზე იუწყებიან. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის გასაპროტესტებელი დემონსტრაციები გაიმართა რამდენიმე სხვა ქალაქშიც, მათ შორის ეკატერინგბურგში, სამარაში, პერმში. ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის განცხადებით, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო 16 დეკემბერს შეიკრიბება შემდეგ ნაბიჯებზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG