Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩონ ირის გარდაცვალების წლისთავს აღნიშნავენ


კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღნიშნავენ ქვეყნის ყოფილი ლიდერის, კიმ ჩონ ირის გარდაცვალების ერთი წლისთავს. ამასთან დაკავშირებული ღონისძიებები ტარდება ფხენიანის ერთ-ერთ სტადიონზე, სადაც ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლები და სამხედროები შეიკრიბნენ. ოთხშაბათს ჩრდილოეთმა კორეამ წარმატებით განახორციელა შორი რადიუსის რაკეტის გაშვება, რაც კიმ ჩონ ირის გარდაცვალების წლისთავთან იყო დაკავშირებული. გაეროს უშიშროების საბჭომ, ასევე შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დაგმეს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მოქმედება. კიმ ჩენ ირი გასული წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა გულის შეტევით. ის ქვეყანას 1994 წელს ჩაუდგა სათავეში მამამისის, კიმ ირ სენის სიკვდილის შემდეგ.
XS
SM
MD
LG