Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, ფეშავარში პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკების შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკების შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი. ინციდენტი მოხდა მას მერე, რაც წინა დღით თალიბანმა თავდასხმა განახორციელა ფეშავარის აეროპორტზე. თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებისა და სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ხუთი სამოქალაქო პირი და ხუთი მეამბოხე, დაიჭრა 50 ადამიანი. ხელისუფლება იძულებული გახდა, დროებით დაეხურა აეროპორტი, რომელიც არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო თვითმფრინავებსაც ემსახურება.
XS
SM
MD
LG