Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის საყოველთაო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს


იაპონიის საყოველთაო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. ეგზიტპოლების პირველი მონაცემებით, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია დამაჯერებლად ლიდერობს და 275-დან 310 ადგილამდე მოიპოვებს 480-ადგილიან პარლამენტის ქვედა პალატაში. მმართველი დემოკრატიული პარტია მარცხს განიცდის, ამომრჩევლებმა მხარი არ დაუჭირეს მის ანტიკრიზისულ ზომებს. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და სავარაუდოდ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე წინასაარჩევნო ბრძოლისას მკვეთრად ნაციონალისტურ რიტორიკას იყენებდა. 58 წლის აბე ემხრობა კონსტიტუციის შეცვლას, რომელიც იაპონიას ომის წარმოებას უკრძალავს, და შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ამჟამად იაპონიას გამწვავებული ურთიერთობა აქვს ჩინეთთან. ორი ქვეყანა დავობს სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულების ჯგუფის ტერიტორიული კუთვნილების თაობაზე.
XS
SM
MD
LG