Accessibility links

logo-print

როგორც იტყობინებიან, სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები ესროლეს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკს დამასკში


სირიის აქტივისტების თანახმად, სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა სულ ცოტა ორი რაკეტა ესროლეს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკს დამასკში. როგორც იტყობინებიან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა იერიში იქნა მიტანილი პალესტინელთა ბანაკზე მას მერე, რაც გასული წლის მარტში აჯანყება დაიწყო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, იერიშის შედეგად სულ ცოტა რვა სამოქალაქო პირი იქნა მოკლული იარმუკის ბანაკში, რომელიც დამასკის სამხრეთით მდებარეობს. ხოლო როიტერსის ცნობით, სულ ცოტა 25 ადამიანი დაიღუპა, როცა რაკეტა მოხვდა მეჩეთს, რომელსაც ისინი აფარებდნენ თავს. სამთავრობო ჯარები რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობენ უკუაგდონ ამბოხებულთა ძალები, რომლებიც სირიის დედაქალაქისკენ მიიწევენ. კვირასვე მეამბოხეთა ჯგუფმა განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა ქვეითთა სამხედრო ბაზა დაიკავეს ქალაქ ალეპოში.
XS
SM
MD
LG