Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში უფლებადამცველები მოითხოვენ, დარღვევების გამო განმეორებით ჩატარდეს რეფერენდუმის პირველი ეტაპი


ეგვიპტეში უფლებადამცველები მოითხოვენ, მასშტაბური დარღვევების გამო განმეორებით ჩატარდეს ახალი კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმის პირველი ეტაპი. ქაიროს ადამიანის უფლებების კვლევითი ინსტიტუტი დარღვევათა შორის ასახელებს ხმების დათვლის პროცესზე სამოქალაქო აქტივისტთა მეთვალყურეების დასწრების აკრძალვას, რელიგიური პროპაგანდის წარმოებას, ასევე მუშაობაში შესვენებებს და ზოგიერთი საარჩევნო უბნის ვადაზე ადრე დახურვას. ისლამისტები, პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მომხრეები, თავის მხრივ ამკიცებენ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტს პირველ ეტაპზე მონაწილე ამომრჩეველთა 57%-მა დაუჭირა მხარი. არაოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 32%-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. რეფერენდუმის მეორე ეტაპი 22 დეკემბერს გაიმართება. როგორც ვარაუდობენ, კონსტიტუცია მოწონებულ იქნება.
XS
SM
MD
LG