Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებში მისი დემოკრატიული პარტიის დამარცხება ცნო


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიხიკო ნოდამ საპარლამენტო არჩევნებში მისი დემოკრატიული პარტიის დამარცხება ცნო და განაცხადა, რომ ტოვებს მისი ლიდერის პოსტს. ეგზიტპოლების პირველი მონაცემებით, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია დამაჯერებლად ლიდერობს და 275-დან 310 ადგილამდე მოიპოვებს 480-ადგილიან პარლამენტის ქვედა პალატაში. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და სავარაუდოდ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე წინასაარჩევნო ბრძოლისას მკვეთრად ნაციონალისტურ რიტორიკას იყენებდა. 58 წლის აბე ემხრობა კონსტიტუციის შეცვლას, რომელიც იაპონიას ომის წარმოებას უკრძალავს, და შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ამჟამად იაპონიას გამწვავებული ურთიერთობა აქვს ჩინეთთან. ორი ქვეყანა დავობს სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულების ჯგუფის ტერიტორიული კუთვნილების თაობაზე.
XS
SM
MD
LG