Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ნიუთაუნში დაღუპულთა ახლობლებს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტი კონექტიკუტის შტატში პარასკევის თავდასხმის მსხვერპლთა ახლობლებს პირადად შეხვდა. ობამა ნიუთაუნში კვირას ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ საკმარისს არ აკეთებს ბავშვების დასაცავად. ობამამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკამ უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება იარაღით განხორციელებული ძალადობის ფაქტების მიმართ. პოლიციამ დაადასტურა, რომ სკოლაზე თავდასხმა 20 წლის ადამ ლანზამ განახორციელა. ის შეიარაღებული იყო ორი პისტოლეტითა და ერთი ავტომატური იარაღით.
XS
SM
MD
LG