Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შეშფოთებულია სირიაში მზარდი ძალადობით


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა შეშფოთება გამოხატა სირიაში ბოლო დღეებში ”მკვეთრად მზარდი ძალადობის” გამო. წერილობით განცხადებაში ბან კი-მუნი აღნიშნავს, რომ გავრცელდა ინფორმაცია ჰამასთან ახლოს მდებარე სოფელ არქაბში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შესახებ. იყო აგრეთვე ცნობები ზოგიერთ არეალში გრძელი რადიუსის რაკეტების გაშვების შესახებ. გაეროს გენერალური მდივანი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს დამასკში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის საჰაერო დაბომბვის გამო.
XS
SM
MD
LG