Accessibility links

პაკისტანში ძალადობამ 19 ადამიანი იმსხვერპლა


პაკისტანში ძალადობამ 19 ადამიანი იმსხვერპლა ამ ქვეყნის დასავლეთში, ორი ინციდენტის დროს. ორშაბათს, ჯამრუდში, მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქებას 16 ადამიანი ემხსვერპლა. დაშავდა ათობით პირი. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურს თვითმხილველმა, აბდულ მალიკიმ შემდეგი აცნობა: „აფეთქების ხმას მოჰყვა შავი კვამლი, რომელმაც უცბად დაფარა გარშემო ყველაფერი, ხალხი გარბოდა, ვერ გეტყვით, როგორ შევშინდი. დავინახეთ ბიჭები, ზოგს ხელი ჰქონდა მოწყვეტილი, ზოგს ფეხი. ისინი საავადმყოფოში მანქანებით წაიყვანეს“. ჯამრუდის საავადმყოფოს ექიმმა, სამინ ჯან შინვარიმ აუწყა მედიას, რომ დაღუპულთაგან სულ მცირე, ოთხი, ავღანელი ქალია, რომელთა პასპორტები იპოვნეს შემთვევის ადგილზე. მისივე თქმით, აფეთქებას შეეწირნენ ბავშვები, ხუთი წლის ავღანელი გოგონა და ექვსი წლის პაკისტანელი ბიჭი. თავდასხმის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მეორე ინციდენტში, პაკისტანის სამხრეთში, კეტაგში, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი და ორი პოლიციელი დახოცეს. მოკლული ოფიციალურ პირი შიიტი მაჰმადიანი იყო.
XS
SM
MD
LG