Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი პოლონეთს გადასცემს კაშინსკის თვითმფრინავის ნამსხვერევებს გამოძიების დასრულების შემდეგ


ნამსხვრევებს თვითმფრინავისა, რომლის კატასტროფას ემხვერპლა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რუსეთი პოლონეთს გადასცემს გამოძიების დასრულების შემდეგ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა პოლონელ კოლეგა, რადოსლავ შიკორსკისთან მოლაპარაკების შემდეგ. ლავროვმა თქვა ასევე, რომ რუსეთი დაინტერესებულია რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება. კატასტროფა რუსეთის ტერიტორიაზე, სმოლენსკთან მოხდა 2010 წლის 10 აპრილს. დაიღუპა 93 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდნტი, ლეხ კაჩინსკი.
XS
SM
MD
LG