Accessibility links

logo-print

ირანმა გააკრიტიკა ევროპარლამენტი


ევროპარლამენტი გააკრიტიკა ირანმა ორი ირანელი დისიდენტისთვის სახაროვის სახელობის „აზრის თავისუფლების“ პრემიის, მინიჭებისთვის. ოქტომბერში დააჯილდოვა ევროპარლამენტმა უფოლებადამცავი ნასრინ სოთუდე და კინორეჟისორი ჯაფარ ფანაჰი ამ პრემიით. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რამინ მეჰმანფარასთმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, როცა მან ირანელები დააჯილდოვა, მისდევს პოლიტიკურ მიზნებს. მან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულა ევროკავშირი. სოთუდეს 11 წელი აქვს მისჯილი ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებებისთვის. ფანაჰის ექვსწლიან პატიმრობა მიუსაჯეს იმავე ბრალდებით და 20 წლით აუკრძალეს კინოსაქმიანობა.
XS
SM
MD
LG