Accessibility links

ობამა: „სიყვარული და ლოცვა“ ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის ოჯახებისთვის


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ, ამერიკის, როგორც მან თქვა, „სიყვარული და ლოცვა“ გადასცა იმ 26 ადამიანის ოჯახებს, რომოლებიც პარასკევს სკოლაში სროლის შედეგად დაიხოცნენ. მათ შორის 20, ექვსი და შვილი წლის ბავშვები არიან. ბარაკ ობამამ სიტყვა წარმოთქვა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, ნიუტაუნში, კონექტიკუტიში. ობამა პირადად შეხვდა დაღუპულთა ოჯახების წევრებს და თქვა, რომ აშშ-მა საკმარისი არ გააკეთა თავისი ბავშვების დასაცავად, ამერიკამ უნდა შეიცვალოს იარაღით ძალადობის ეს თავისი კულტურა, განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. პოლიციამ დაადასტურა, რომ მკვლელობა ჩაიდინა 20 წლის ადამ ლანზამ. ლანზა შეიარაღებული იყო ორი პისტოლეტით და თოფით, გაისროლა ასეულობით ტყვია. პოლიციამ დაადასტურა, ასევე რომ ლანზამ, სანამ სკოლაში ხოცვა-ჟლეტას მოაწყობდა, სიცოცხლეს გამოასალმა დედა და შემდეგ თავი მოიკლა.
XS
SM
MD
LG