Accessibility links

logo-print

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პარტიების და პოლიტიკოსების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა


პარტიების და პოლიტიკოსების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), რომლის დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ნოემბრის მეორე ნახევარში ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. პოლიტიკოსთა შორის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს გამოკითხულთა 80%-ს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი 29%-ს. ამავე კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 69%, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას კი -16%. NDI-ს დაკვეთით აგვისტოში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ივანიშვილის შემთხვევაში 42%-ითაა გაზრდილი, სააკაშვილის კი 25%-ით შემცირებულია. ნოემბრის კვლევის თანახმად, შეკითხვას „რომელი პოლიტიკური პარტიაა ყველაზე ახლოს თქვენ შეხედულებებთან“, 63%-მა უპასუხა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება," 10%-მა ნაციონალური მოძრაობა დაასახელა და 3%-მა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.
XS
SM
MD
LG