Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილის ბიძა მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა


შპს "ტაო"-ს ხელმძღვანელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ახალციხის რაიონულმა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლევან თუმანიშვილს გირაოს სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მორიგი სასამართლო პროცესი, რომელზეც შპს "ტაო"-ს ხელმძღვანელის საქმის არსებითი განხილვა მოხდება, 2013 წლის 11 თებერვალს არის ჩანიშნული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თუმანიშვილი 14 დეკემბერს დააკავეს. დაკავებამდე ის ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ასევე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მოწმის სტატუსით დაკითხეს. ლევან თუმანიშვილი ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ბიძაა.
XS
SM
MD
LG