Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუთაუნში პირველ მსხვერპლს დაკრძალავენ


კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია იწყება. ორშაბათს, პირველად ორი ექვსი წლის ბიჭს დაკრძალავენ. ნიუთაუნში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩავიდა. პრეზიდენტმა ამერიკის, როგორც მან თქვა, „სიყვარული და ლოცვა“ გადასცა იმ 26 ადამიანის ოჯახებს, რომლებიც პარასკევს სკოლაში სროლის შედეგად დაიხოცნენ. მათ შორის 20, ექვსი და შვილი წლის ბავშვები არიან. ბარაკ ობამამ სიტყვა წარმოთქვა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. პოლიციამ დაადასტურა, რომ მკვლელობა ჩაიდინა 20 წლის ადამ ლანზამ. ლანზა შეიარაღებული იყო ორი პისტოლეტით და თოფით, გაისროლა ასეულობით ტყვია. პოლიციამ დაადასტურა, ასევე რომ ლანზამ, სანამ სკოლაში ხოცვა-ჟლეტას მოაწყობდა, სიცოცხლეს გამოასალმა დედა და შემდეგ თავი მოიკლა.
XS
SM
MD
LG