Accessibility links

ლევან კობიაშვილი 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს


ქართველი ფეხბრუთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც ბერლინის "ჰერტაში" თამაშობს 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ფეხბურთელი ჯარიმის გადახდას სისხლის სამართლის საქმის დახურვის სანაცვლოდ დათანხმდა. 35 წლის ლევან კობიაშვილი 2012 წლის მაისში, დიუსელდორფის "ფორტუნასთან" მატჩში არბიტრზე თავდასხმის გამო დასაჯეს. ფეხბურთელი ბრალდებას უარყოფდა, თუმცა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მას წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მაინც მიუსაჯა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა, ჯარიმი სგადახდის შემდეგ საქმე დაიხურება.
XS
SM
MD
LG