Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილმა შიმშილობა დაიწყო


თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრი სოლიდარობას უცხადებს ე.წ. ”ზილების საქმეზე” მოშიმშილე სხვა პირებს. ”ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩათვალა, რომ თანამესაკნის შიმშილობის პირობებში, მის მიერ საკვების მიღება სწორი საქციელი არ იქნებოდა", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
XS
SM
MD
LG