Accessibility links

ერაყის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს


ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში. თუმცა, ამ ცნობაში არ არის მოყვანილი ინფორმაციის წყარო. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე იუწყებიან, რომ თალაბანი ორშაბათს საღამოს წაიყვანეს საავადმყოფოში ჯანმრთელობის "მწვავე პრობლემის" გამო. თალაბანი არის ერაყში ქურთების ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტიის, ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2005 წელს გახდა ერაყის პირველი არა-არაბი პრეზიდენტი. ერაყის პრეზიდენტის პოსტი, უმეტესწილად, ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება.
XS
SM
MD
LG