Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს პოლიომიელიტის ვაქცინაციაში მონაწილე სამი ადამიანი


პაკისტანში მდებარე სინდის პროვინციაში მოკლეს პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროცესში მონაწილე, სულ ცოტა, სამი ადამიანი, რასაც მოჰყვა ამ რეგიონში ვაქცინაციის პროგრამის შეწყვეტა. როგორც ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრა კარაჩის პოლიციის წარმომადგენელმა, უცნობმა თავდამსხმელებმა სამშაბათს მოკლეს პროგრამაში ნებაყოფლობით მონაწილე ორი ქალი კარაჩიში და ერთი ქალი კარაჩის მახლობლად მდებარე ქალაქ აურანგკიში. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოკლულია პოლიომიელიტის პრევენცია-იმუნიზაციის პროცესში ჩართული კიდევ ერთი, მეოთხე ქალი. სინდის პროვინციის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, საღირ აჰმადის განცხადებით, ვაქცინაციის სამდღიანი პროცესი, რომელიც მეორე დღე იყო, მიმდინარეობდა, მთელს პროვინციაში შეაჩერეს.
XS
SM
MD
LG