Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მოიტაცეს რუსეთის ორი და იტალიის ერთი მოქალაქე


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სირიაში უცხოელების, მათ შორის ორი რუსის, გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენ. რუსეთის ეს ორი მოქალაქე მათთან ერთად მოტაცებულ იტალიელთან ერთად მუშაობს ფოლადის მწარმოებელ კერძო კომპანიაში. ისინი ორშაბათს შეიპყრეს სირიაში, ავტომაგისტრალზე. რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ ფოლადის მწარმოებელ კომპანიას და მას ფული მოსთხოვეს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმართავენ „ყველა საჭირო“ ზომას მათ გასათავისუფლებლად. რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სირიაში მგზავრობისაგან, ამ ქვეყანაში კონფლიქტის გამო.
XS
SM
MD
LG