Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს


საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და განხორციელებული რეფორმები განიხილეს. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიული და სამართლიანი უწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყბინება, რომ ტორბიორნ იაგლანდმა ისაუბრა ”კოაბიტაციის აუცილებლობაზეც და აღნიშნა, რომ ამ პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე.”
XS
SM
MD
LG