Accessibility links

ირაკლი ოქრუაშვილმა შიმშილობა დაიწყო


საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში იმყოფება, შიმშილობა გამოაცხადა. ოქრუაშვილის ადვოკატებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ყოფილ მინისტრს კონკრეტული მოთხოვნა არ აქვს და სოლიდარობას უცხადებს უკანონო ფორმირებების შექმნაში სხვა ბრალდებულებს, ლევან და კახა ტერაშვილებს, დავით შიუკაშვილსა და შალვა საბაშვილს, რომლებიც პოლიტპატიმართა სიიდან მათი ამოღების გამო შიმშილობენ. ირაკლი ოქრუაშვილის და მისი რამდენიმე თანამოაზრის წინააღმდეგ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, მასში მონაწილეობის და ხელმძღვანელობის ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმე 2011 წელს აღიძრა.
XS
SM
MD
LG