Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა


ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას სამთავრობო დელეგაციებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობის განვითარების, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხი, საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალი, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან ასპექტად რჩება.
XS
SM
MD
LG