Accessibility links

უკრაინაში 37-მდე გაიზარდა ყინვის მსხვერპლთა რიცხვი


უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ქვეყანაში 37-მდე გაიზარდა მიმდინარე თვეში ყინვის შედეგად გარდაცვლილების რიცხვი. მსხვერპლის უმრავლესობა უსახლკარო იყო. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოშია მოთავსებული 160-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც ექიმებს მიმართა ჰიპოთერმიის პრობლემით. უკრაინის სხვადასხვა კუთხეში 1500-მდე ცენტრი მოქმედებს სურსათითა და თავშესაფრით უზრუნველსაყოფად. სამშაბათს, როცა გავრცელდა ცნობა ყინვის მსხვერპლის შესახებ, ტემპერატურა -15-მდე დაეცა. უკრაინაში ყინვებს შარშანაც მოჰყვა მრავალი მსხვერპლი.
XS
SM
MD
LG