Accessibility links

ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა


ბრიუსელში დღეს გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია მოაწყვეს მისმა მონაწილეებმა, საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ევროკავშირის ახლანდელი თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერატო კაზაკუ-მარსულისმა და ევროკავშირის გაფართოების კომისარმა5 შტეფან ფიულემ. კაზაკუ-მარსულისმა თქვა, რომ ევროკავშირმა ქართველ მეგობრებს განუცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი იურისპრუდენციისთვის ხელშეწყობის პირობებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
ხაზი გავუსვით კერძოდ, თქვა კაზაკუმ, იმის განსაკურთბით დიდ მნიშვნელობას, რომ სისხლის სამრთლებრივი დევნა უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, პოლიტიკიური მოტივაციისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისი. კოზაკუმ თქვა ასევე, რომ ვიმსჯელეთ იმ წინსვლაზე, რომელიც მიღწეულია ადამიანის და ფუნდამენტური უფლებების სფეროშიო. ამ მხრივ, პენიტენციურ სისტემაში რეფორმა, ევროკავშირის აზრით, არის პრიორიტეტული. ევროკავშირი მიესალმება 2008 წლის ომის შემდეგ საქართვლოსა და რუსეთს შორის პირველ დიპლომატიურ მოლაპარაკებას და ხელს უწყობს რუსეთს და საქართველოს შორის ურეიართობის ნორმალიზებას. მაია ფანჯიკიძემ დარწმუნებით განუცხადა მასპინძლებს, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს საშინაო დავალების შესასრულებლად, რათა „აღმოსავლეთთან პარტნიორობის“ სამიტზე ვილნიუსში, 2013 წელს, ხელი მოეწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ. ამისთვის, მართლაც ყველაფერს გავაკეთებთ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG