Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უცხოეთის მისიების დაცვას გააძლიერებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეთანხმება ანგარიშს, რომელიც გამოაქვეყნა დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ 11 სექტემბერს ბენღაზიში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ამ თავდასხმას ლიბიაში აშშ-ის ელჩი და ამერიკის კიდევ სამი მოქალაქე ემსხვეპლა. სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უცხოეთში არსებული მისიების უსაფრთხოებისთვის გატარებული ზომები ”ერთობ არაადეკვატური” იყო. ანგარიშის პასუხად, კონგრესმენებისთვის მიწერილ წერილში ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ არსებული მისიების დასაცავად სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით გაგზავნის ასეულობით საზღვაო ქვეითს და შეეცდება აგრეთვე მოიძიოს მეტი თანხა განსაკუთრებით საშიშ ადგილებში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ”პასუხისმგებლობის შემსწავლელმა საბჭომ” აგრეთვე დაადგინა, რომ 11 სექტემბრის თავდასხმამდე აშშ-ს არ გააჩნდა ”განსაკუთრებული” სადაზვევრო ინფორმაცია ბენღაზის მისიის მიმართ არსებული პოტენციური საფრთხის შესახებ.
XS
SM
MD
LG