Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს გაშვილების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები


მოსკოვში პოლიციამ დააკავა, სულ ცოტა, 13 დემონსტრანტი პარლამენტთან, სადაც დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს შეერთებული შტატების მოქალაქეებისათვის რუსეთში ბავშვის აყვანის აკრძალვის შესახებ. პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონი დგას დემონსტრაციების თავიდან ასაცილებლად. ამერიკელებზე გაშვილების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მომზადება მოჰყვა შეერთებულ შტატებში გასულ კვირაში ამოქმედებულ კანონს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. კანონის სახელწოდება, „მაგნიტსკის აქტი“, უკავშირდება 2009 წელს მოსკოვის ციხეში იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების ფაქტს. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა საპასუხო ზომა, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს და ვიზებზე უარს რუსების უფლებების დამრღვევი ამერიკელების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG