Accessibility links

ცნობების თანახმად, ერაყის პრეზიდენტი უგონოდაა ინსულტის შემდეგ


სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მას შემდეგ, რაც ის ორშაბათს საავადმყოფოში მოათავსეს, როგორც იუწყებიან, ინსულტის დიაგნოზით. ორი წყაროს ცნობით, რომელიც ჩვენმა რადიომ მოიპოვა, ჯალალ თალაბანი უგონოდაა. მაგრამ ჩვენს რადიოსთანვე ინტერვიუში ერაყის პარლამენტის წევრმა მაჰმუდ ოთმანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ოთმანის თქმით, ექიმები განიხილავენ სამკურნალოდ თალაბანის უცხოეთში წაყვანის მართებულობის საკითხს. როგორც იუწყებიან, ბაღდადში ირანიდან და გერმანიიდან ჩავიდნენ ექიმები თალაბანის ერაყელი მკურნალების დასახმარებლად. 79 წლის თალაბანი ეთნიკური ქურთია და 2005 გახდა ერაყის პირველი არა-არაბი პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG